ჯონ ბასი სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ხდება

ჯონ ბასი სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ხდება

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი ამერიკის სამთავრობო ადმინისტრაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოზიციას, სახელმწიფო დეპარტამენტის აღმასრულებელი მდივნის პოსტს დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა "ფორინ პოლისი" ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, აღმასრულებელი მდივანი, ოთხი მოადგილის დახმარებით, სახელმწიფო დეპარტამენტს დაქვემდებარებული ბიუროების უმაღლეს დამაკავშირებელ რგოლის როლს ასრულებს. მას, ასევე, ევალება, შეასრულოს შუამდგომლის მოვალეობები სახელმწიფო დეპარტამენტსა და თეთრ სახლს, უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოსა და სხვა სამთავრობო კაბინეტებს შორის.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა