მურმან დუმბაძე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართული კონსულტაციების შემდეგ ქობულეთის მაჟორიტარმა ანზორ თხილაიშვილმა აცნობა.
მისივე განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე მურმან დუმბაძის კანდიდატურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე განიხილებოდა, თუმცა ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ იგი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი იქნება. რაც შეეხება აჭარის მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს, ანზორ თხილაიშვილის ინფორმაციით, ამ თემებზე საუბარი ისევ გაგრძელდება.
"არავითარი სხვა საკადრო საკითხები დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა. ამისთვის ჩვენ ვადა თვის ბოლომდე გვაქვს", - აღნიშნა თხილაიშვილმა.