"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თბილისის მერს მას შემდეგ შეხვდებიან, რაც გიგი უგულავა თბილისის მოსახლეობას ბოდიშს მოუხდის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.
მისი თქმით, გიგი უგულავას მიერ თბილისში გამარჯვებულ მაჟორიტარ კანდიდატებთან შეხვედრის შეთავაზება პიარია.
"ეს არის მისი მხრიდან პიარი. უგულავამ ჯერ ბოდიში უნდა მოიხადოს თბილისის მოსახლეობის წინაშე დენისა და გაზის გადასახადის გაერთიანების გამო. მას შემდეგ, რაც ის ბოდიშს მოიხდის და ყველა პროცესი გახდება გამჭვირვალე ბიუჯეტთან მიმართებაში, შეიძლება მასთან და მის წარმომადგენლებთან შეხვედრა და ქალაქთან დაკავშირებული თემების განხილვა", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.