ლავროვი - "ნატო რუსეთს საქართველოს გამო პირობებს უყენებს"

ლავროვი - "ნატო რუსეთს საქართველოს გამო პირობებს უყენებს"

ნატო შეიარაღების ხელშეკრულების დადების წინაპირობად რუსეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას უყენებს.

"რია ნოვოსტის" ცნობით, ასეთი შინაარსის განცხადება სერგეი ლავროვმა რუსეთის ფედერაციულ საბჭოში გამოსვლისას გააკეთა. ლავროვმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ნატო თავის სასარგებლოდ ხელს უწყობს ევროპაში შეიარაღების მხრივ დისბალანსის გამძაფრებას, რუსეთისგან კი "ევროპაში შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების" პირობების შესრულებას მოითხოვს, მაშინ, როცა რუსეთი ამ ხელშეკრულებიდან 2007 წელს გამოვიდა.

ევროპაში შეიარაღების კონტროლის ახალი ხელშეკრულების დადების ერთ-ერთ წინაპირობად კი, ლავროვის თქმით, ნატო რუსეთისაგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას მოითხოვს.

"ახლა, როცა ჩვენი პარტნიორები ნატოდან შეიარაღებაზე კონტროლის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობენ, ისინი მოითხოვენ ჩვენგან არამარტო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას 2008 წლისთვის არსებულ ფარგლებში, არამედ ჩვენს დაბრუნებას "ევროპაში შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების" ფარგლებში, მაშინ, როცა თვითონვე მოახდინეს ამ ხელშეკრულების საბოტირება", - განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ ნატოს მიერ წამოყენებული მოთხოვნები "ყოვლად არარეალურია, რის გამოც აზრი ეკარგება ნატოსთან ერთობლივ მუშაობას შეიარაღებაზე კონტროლის დაწესების საკითხში".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა