მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე ესაუბრა

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე ესაუბრა

დეკემბერში არის ნატო-ს მინისტერიალი, სადაც შესაძლებელი იქნება მიიღონ ახალი გადაწყვეტილებები და ამის თაობაზე მე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დემოკრატიულად გამართული არჩევნების შემდეგ, საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.

"ჩვენ ყველას გვაქვს ისტორიული შანსი, რომ სერიოზულად წავიწიოთ წინ ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. დეკემბერში არის ნატო-ს მინისტერიალი, სადაც შესაძლებელი იქნება, მიიღონ ახალი გადაწყვეტილებები და ამის თაობაზე მე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს. ჩვენ გვმართებს ერთად მუშაობა, მათ შორის არჩევნების შედეგად მოსულ კოალიციასთან, რომ წავიწიოთ ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით წინ. მე მზად ვარ, როგორც პრეზიდენტი, ჩემი საპრეზიდენტო შემდგომი ერთი წლის განმავლობაში, ყველაფერი გავაკეთოთ იმიტომ, რომ ახლა ამ არჩევნების ფონზე, როდესაც ყველამ ეს არჩევნები დემოკრატიის ნიმუშად აღიარა, ჩვენ გვაქვს ეს შესაძლებლობა. ილუზიები, თითქოს ჩვენს დამპყრობელთან პრობლემები გვაქვს რომელიმე პოლიტიკური ლიდერის გამო, ამ არჩევნების შემდეგ მათ შორის, ახალ კოალიციას აღარ დარჩება და გაეფანტება. საქართველოს დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად, როგორც არასდროს, საჭიროა ევროატლანტიკური კურსის გაძლიერება. ამ კურსს არ აქვს ალტერნატივა ქვეყნის მომავლისთვის", -განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პრაღაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიაზე პირადად მიიწვია, სადაც მიხეილ სააკაშვილი მთავარ გამომსვლელად წარსდგება.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა