თეა წულუკიანი - გიორგი ყავლაშვილის განცხადებები თვითგადარჩენის მცდელობას ჰგავს

თეა წულუკიანი - გიორგი ყავლაშვილის განცხადებები თვითგადარჩენის მცდელობას ჰგავს

გიორგი ყავლაშვილი არცხვენს ადვოკატის პროფესიას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

"მე არ მინახავს "ობიექტივის" გადაცემა, თუმცა ყავლაშვილი არის ის ადვოკატი, რომელიც ყოველთვის არცხვენდა პროფესიას - ეს შემიძლია ვთქვა ხმამაღლა. ეს არის ადამიანი, რომელიც არის საპროცესო შეთანხმებების, გარიგებების და საქმეების მოკვარახჭინების სპეციალისტი. ამიტომ არავის გაჰკვირვებია თავის დროზე, რომ ის იყო გარეული "ბურჯის" ამბავში და ბევრ სხვა ამბებში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საზოგადოებაში უსამართლობის თემას. ამიტომ დასანანია, რბილად რომ ვთქვათ, როდესაც ადვოკატი დაკავშირებულია საზოგადოებრივ უსამართლობასთან, მაშინ როდესაც უნდა იყოს პირიქით. აქედან გამომდინარე, მე არ მიკვირს, რომ ბატონმა ეს განცხადებები გააკეთა. ეს ჰგავს თვითგადარჩენის მცდელობას. მაგრამ ასეა თუ ისეა, "ქართულმა ოცნებამ" ბევრჯერ თქვა - სამართალი და კანონი იქნება ყველასთვის ერთი და არ იქნება შერჩევითი. ამიტომ ვინ, როდის, რა ჩაიდინა და დაარღვია კანონი, რომ გაემეფებინა საზოგადოებაში უსამართლობა, ამას დაადგენს სამართლიანი სასამართლო, რომელიც ჯერჯერობით არ გვყავს, მაგრამ აუცილებლად გვეყოლება",-განაცხადა თეა წულუკიანმა.

გიორგი ყავლაშვილმა "ობიექტივში" სტუმრობისას განაცხადა, რომ "ბურჯის" გარშემო განვითარებული მოვლენებისას, მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას მითითებებით მოქმედებდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა