გიგა ბოკერია - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საგარეო კურსის საკითხებში "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობა იყოს მჭიდრო

გიგა ბოკერია - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საგარეო კურსის საკითხებში "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობა იყოს მჭიდრო

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს უსაფრთხოების დაცვისა და ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის შენარჩუნების საკითხებში "ქართულ ოცნებასთან" თანაშრომლობა მჭიდრო იყოს" , - ამის შესახებ სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომელზეც მან კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრაზე ის პრეზიდენტის დავალებით იმყოფებოდა.

"მე მქონდა შეხვედრა საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ორი საათის წინ. მე ვმოქმედებდი საქართველოს პრეზიდენტის დავალებით. როგორც პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, ჩვენს გუნდებს შორის არსებობს ძალიან სერიოზული და ფუნდამენტური განსხვავებები და ეს განსხვავებები არსად არ გამქრალა და ალბათ, არც მომავალში გაქრება, მაგრამ რაც შეეხება ქვეყნის უსაფრთხოებას და საგარეო საფრთხეებისგან მის დაცვას, ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის სვლის კურსის შენარჩუნებას და გამყარებას, ამ საკითხში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი თანაშრომლობა იყოს მჭიდრო და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე განმარტებით, კურსის შენარჩუნების თაობაზე ის "ქართული ოცნების" პოზიციას მიესალმება.

"მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ შედგა ნატო-ს გენერალური მდივნის სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან, ამავე დროს მომავალ პრემიერ-მინისტრთან. არჩევნების შემდგომ საქართველოს მომავალმა პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადებები ამ თემაზე და დააფიქსირა თავისი პოზიცია. ამ პოზიციას კურსის შენარჩუნების თაობაზე ჩვენ მივესალმებით, აქედან გამომდინარე, როგორც ეს უნდა იყოს ცივილიზებულ ქვეყნებში, მზად ვართ გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა და ეს საუბარი სწორედ ამ თემებს შეეხებოდა", - აღნიშნა ბოკერიამ, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილთან მისი შეხვედრის იდეა სამუშაო ჯგუფების კონსულტაციებისას დაიბადა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა