რიჩარდ ნორლანდმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრი უკომენტაროდ დატოვა

 რიჩარდ ნორლანდმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრი უკომენტაროდ დატოვა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრი უკომენტაროდ დატოვა. ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში ამ დროისთვის კონსულტაცია გრძელდება. როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა მამუკა არეშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიზნესცენტრში იმყოფება მინისტრობის ყველა ის კანდიდატი, რომლებიც ოფიციალურად არიან დასახელებულნი.

კონსულტაციები ბიზნეს-ცენტრში დილიდან მიმდინარეობს. დღევანდელი კონსულტაციები პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებაზე, მინისტრთა კაბინეტის სრულ დაკომპლექტებაზე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით იმართება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა