საფრანგეთში წერეთლის მონუმენტს გახსნიან

საფრანგეთში წერეთლის მონუმენტს გახსნიან

20 ოქტომბერს საფრანგეთში ევროკავშირის დამფუძნებლების მონუმენტს გახსნიან, რომელიც ქართველმა სკულპტორმა ზურაბ წერეთელმა შექმნა. ძეგლს ქალაქ სი-შაზელში დადგამენ.

"მემორიალზე დაახლოებით სამი წელი ვმუშაობდი, ვცდილობდი ევროკავშირის 20 წლის იუბილესთვის მომესწრო, რომელსაც 2013 წელს აღნიშნავენ. რა თმა უნდა, ვერ განვჭვრეტდი, რომ ევროკავშირი ნობელის პრემიას მიიღებდა. ასე რომ, ეს უბრალოდ უნიკალური დამთხვევაა",- ყვება ცნობილი სკულპტორი.

მონუმენტის გრანიტის ბაზაზე 2,5 მეტრიანი ბრინჯაოს ოთხი მამაკაცის ფიგურა გაყინულა - ფრანგები რობერტ შუმანი და ჟან მონე, გერმანელი კონრად ადენაუელი და იტალიელი ალჩიდე დე გასპერი. ისინი ევროკავშირის მამა-დამფუძნებლები არიან.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გუშინ ოსლოში დაასახელეს. პრეტენდენტების სიაში 231 კანდიდატი იყო, მათგან 43 საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.

ევროკავშირი იურიდიულად მაასტრიხტის ხელშეკრულებით გამყარდა, რომელიც ძალაში 1993 წლის 1 ნოემბერს შევიდა.

მომზადებულია Вести.ru-ს მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"