"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ვახტანგ ბალავაძე იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
"ამის შესახებ ჟურნალისტებისგან შევიტყვე. ჩემთან მსგავს თემაზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს", - განუცხადა ბალავაძემ "ინტერპრესნიუსს".
არსებული ინფორმაციით, იმერეთის გუბერნატორად შესაძლოა, ვახტანგ ბალავაძე დაინიშნოს.