მთავრობის სრული შემადგენლობა, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს დასახელდება

მთავრობის სრული შემადგენლობა, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს დასახელდება

ახალი მთავრობის სრული შემადგენლობა, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს დასახელდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრიდან გამოსვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის არ არის გადაწყვეტილება მიღებული, თუ ვინ დაიკავებს მინისტრთა კაბინეტის ვაკანტურ ადგილებს.

"გრძელდება მოსამზადებელი სამუშაოები პარლამენტის პირველი სხდომის ჩასატარებლად და მთავრობის შემადგენლობის სრულად დასაკომპლექტებლად. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი მდგომარეობით პრეზიდენტი ვალდებულია 17 ოქტომბრამდე შეარჩიოს პრემიერის კანდიდატურა იმიტომ, რომ მთავრობა გადამდგარია. ამიტომ გარკვეული საკითხები უფრო დაჩქარებული ტემპით წარიმართება, 10 დღით ადრე მოხდება ყველა საკითხის ჩამოყალიბება, ვიდრე დაგეგმილი იყო", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა