ბაჩო ქიტიაშვილმა ხაშურის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატურა მოხსნა

ბაჩო ქიტიაშვილმა ხაშურის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატურა მოხსნა

ხაშურში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბაჩო ქიტიაშვილმა კანდიდატურა მოხსნა.

ამის თაობაზე ქიტიაშვილმა განცხადება დღეს, პარტიის ცენტრალურ ოფისში გააკეთა. გადაწყვეტილების მიზეზად მან ხაშურში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ ვალერი გელაშვილისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან ზეწოლა დაასახელა.

"გრძელდება დაუფარავი აგრესია, როგორც ჩემი შტაბის წევრების, ისე საოლქო საუბნო კომისიის წევრების მიმართ. ამ პირობებში ხაშურში ჩემი მონაწილეობა შეუძლებლად მიმაჩნია. ამიტომ გადავწყვიტე, უარი ვთქვა განმეორებით არჩევნებში მონაწილეობაზე. მე გამოვთქვამ იმედს, რომ ძალადობა და შანტაჟი სამომავლოდ არ დარჩება უყურადღებოდ და იქნება რეაგირება", - განაცხადა ქიტიაშვილმა.

ხაშურის საარჩევნო ოლქის - № 3, №8, №10, №45, №46 უბნებზე ხვალ განმეორებითი კენჭისყრაა დანიშნული. იმის შესახებ, მოახდენს თუ არა აღნიშნულ პროცესზე გავლენას ქიტიაშვილის გადაწყვეტილება, ცესკოში განცხადება დღეს, 16:00 საათზე გაკეთდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა