სოზარ სუბარი - მინისტრობის ზოგიერთ კანდიდატზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია

სოზარ სუბარი - მინისტრობის ზოგიერთ კანდიდატზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია

მინისტრობის ზოგიერთ კანდიდატზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა ბიძინა ივანიშვილი ამის შესახებ თავად განაცხადებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბიზნესცენტრის დატოვების შემდეგ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა მინისტრობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა განუცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ კონსულტაციებს რამდენიმე მიზანი ჰქონდა, მათ შორის ის, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი ეკონომიკის სამინისტრო.

"აშკარაა, რომ სტრუქტურა არ არის ისე მოწყობილი, როგორიც უნდა იყოს, არამედ კონკრეტულ ფიგურებზეა აწყობილი და აბსოლუტურად არეულია. კონსულტაციების მეორე თემა კი მინისტრობის კანდიდატებს ეხებოდა. ზოგიერთ კანდიდატურაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა ამას ბიძინა ივანიშვილი თავად იტყვის", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთან, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ გარკვეული მონახაზი უკვე შედგენილი აქვს თავის მოადგილეებთან დაკავშირებით, თუმცა დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა