ლიტვის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს

ლიტვის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს

კვირას, 14 ოქტომბერს, ლიტვაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. პირველი ეგზიტპოლების მიხედვით, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს ოპოზიციურმა პარტიებმა, მოქმედი პრემიერის ანდრიუს კუბილიუსის პარტია კი მესამე ადგილს დასჯერდა. ოპოზიციური ძალების მთავარი წინასაარჩევნო არგუმენტი მთავრობის მიერ გატარებული ხისტი ფისკალური პოლიტიკა იყო, რის უკანაც ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი დგანან.

ამგვარად, ლიტვა შეუერთდა ევროკავშირის იმ დანარჩენ ქვეყნებს (ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, საბერძნეთი), სადაც მოქმედი მთავრობის შეცვლა ოპოზიციური ძალებით უშუალოდ ევროკავშირის კრიზისმა განაპირობა.

ექსპერტების აზრით, ლიტვის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება ერთგვარ გაფრთხილებას წარმოადგენს იმ ევროპელი ლიდერებისათვის, რომლებიც ევროზონის კრიზისის ფონზე საკუთარ ქვეყნებში ფინანსური სეკვესტრიზაციის პოლიტიკას ადგანან.

მომზადებულია euronews-ის მიხედვით. 

ევროპის წამლის სააგენტომ "ასტრაზენეკას" ვაქცინასა და "თრომბის" "იშვიათ შემთხვევებს" შორის შესაძლო კავშირი დაადგინა

გოგონებს, რომლებიც დუბაიში, სასტუმროს აივანზე შიშვლები იღებდნენ ფოტოებს, გაადეპორტებენ - რა გაგრძელება მოჰყვა სკანდალურ ფოტოსესიას

მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი ოჯახი - მილიარდერთა ოჯახური კლანები და მემკვიდრეობა, რომელსაც თაობიდან თაობას გადასცემენ