გუშინდელმა მიწისძვრამ ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში საჯარო სკოლა და ათამდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სკოლაში დამსკდარია კედლები, დაზიანებულია იატაკი. საყრდენი ბოძები გამოეცალა დამხმარე ნაგებობებს.
სოფელში დღეს სპეციალური კომისიის ჩასვლას ელოდებიან, რათა გადაწყდეს, შეიძლება თუ არა სასწავლო პროცესის გაგრძელება სკოლის შენობაში.
რაც შეეხება საცხოვრებელ სახლებს, 5.4 მაგნიტუდის მიწისძვრამ ათამდე სახლი დააზიანა. სახლებს სახურავები ჩამოეშალა და კედლები დაებზარა.
მიწისძვრა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან გუშინ მოხდა.