ფილიპ დიმიტროვი - გამოცდა საქართველომ თითქმის წარმატებით ჩააბარა

ფილიპ დიმიტროვი - გამოცდა საქართველომ თითქმის წარმატებით ჩააბარა

არჩევნები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იყო და ის საქართველომ თითქმის წარმატებით ჩააბარა, - ამის შესახებ "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა განაცხადა.

"საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად ვსაუბრობდით ერთსა და იმავეს, რომ არჩევნები საქართველოსთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი გამოცდა და ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის შესაძლებლობა. ეს გამოცდა საქართველომ თითქმის წარმატებით ჩააბარა. ახლა გვაქვს მიზეზი, რომ პოლიტიკური თამაშის მონაწილეებსაც და მოქალაქეებსაც მადლობა გადავუხადოთ", - განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.

დიმიტროვი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მომავალში მსგავსი გამოცდის, არა თითქმის, არამედ აბსოლუტურად წარმატებით ჩაბარება შეუძლია.

"მე ვამბობ, რომ ეს გამოცდა თითქმის წარმატებით ჩავაბარეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ საქართველოს არა თითქმის, არამედ აბსოლუტურად შეუძლია, მსგავსი ტიპის გამოცდა მომავალში წარმატებით ჩააბაროს", - აღნიშნა დიმიტროვმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა