"ქართული ოცნება" ახალ პარლამენტში 41 მაჟორიტარულ მანდატს მიიღებს

"ქართული ოცნება" ახალ პარლამენტში 41 მაჟორიტარულ მანდატს მიიღებს

კოალიცია "ქართული ოცნება" პარლამენტში კიდევ სამ მაჟორიტარს შეიყვანს. გუშინდელი განმეორებითი კენჭისყრის შედეგების გათვალისწინებით, სიღნაღში "ქართული ოცნების" კანდიდატს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49.09%-მა დაუჭირა მხარი , "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ლევან ბეჟაშვილს კი - 47%-მა. გუშინ სიღნაღში განმეორებითი კენჭისყრა მხოლოდ ერთ უბანზე ჩატარდა, სადაც გელა გელაშვილმა 356 ხმა მიიღო (50.5%), ხოლო ლევან ბეჟაშვილმა 86 ხმა (14.03%).

გორის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატ მალხაზ ვახტანგაშვილს 47.43% უჭერს მხარს, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ გიორგი ტატიშვილს 46.19%. გუშინდელი შედეგების მიხედვით კი, ტატიშვილმა 32 ხმა მიიღო ( 7.41%), ვახტანგიშვილმა კი - 397 ხმა. (91.9%).

ხაშურის საარჩევნო ოლქის შედეგების მიხედვით, "ქართული ოცნების" კანდიდატ ვალერი გელაშვილს ამომრჩეველთა 57.75% უჭერს მხარს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ სერგო ქიტიაშვილს კი - 33.61%.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, "ქართული ოცნება" ახალ პარლამენტში 41 მაჟორიტარულ ადგილს მიიღებს; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 32 მანდატს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა