ფინანსთა მინისტრის თანამდებობას ნოდარ ხადური დაიკავებს

ფინანსთა მინისტრის თანამდებობას ნოდარ ხადური დაიკავებს

ახალ მთავრობაში ფინანსთა მინისტრის თანამდებობას ნოდარ ხადური დაიკავებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა ხვალ უნდა დაასახელოს.

ამ დრომდე უცნობი რჩება ეკონომიკის, განათლების, ლტოლვილთა და განსახლების, გარემოს დაცვის და ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატების ვინაობა.

ამასთან, ენერგეტიკის მინისტრობის პოსტზე კონსულტაციები მიმდინარეობს პარიზში მცხოვრებ მამუკა ნიკოლაიშვილთან.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა