ვალერი გელაშვილმა გუშინ ხმათა 91.8 პროცენტით გაიმარჯვა

ვალერი გელაშვილმა გუშინ ხმათა 91.8 პროცენტით გაიმარჯვა

ხაშურის ცხრა უბანზე ჩატარებულ განმეორებით არჩევნებში 91.8 პროცენტით "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა გაიმარჯვა.

ცხრა უბანზე რეგისტრირებულ 10.381 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა დაახლოებით 28 პროცენტმა, 2929 ადამიანმა მიიღო. მათმა 91.8 პროცენტმა კი მხარი ვალერი გელაშვილის კანდიდატურას დაუჭირა.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სერგო ქიტიაშვილის კანდიდატურას, მას უბნებზე მისული ამომრჩევლების მხოლოდ 112 ხმა ერგო.

დღევანდელმა საარჩევნო პროცესმა ხაშურში მშვიდ გარემოში, ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა. საოლქო კომისიის ხელმძღვანელის, იმედო ლაცაბიძის განცხადებით, არჩევნები დარღვევების გარეშე შედგა და მისი შედეგების გასაჩივრების არანაირი საფუძველი არ არსებობს. დაფიქსირდა მხოლოდ ერთი ფაქტი, სადაც სარეგისტრაციო ფურცელზე ერთ-ერთი ამომრჩევლის ხელმოწერა კომისიის წევრის ხელმოწერით არ იყო დამოწმებული, თუმცა, ეს ერთი ხმა სავარაუდოდ გაბათილდება.

საერთო ჯამში წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხაშურში 52 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა, 43 უბნის მონაცემებით, რომელთა შედეგები ლეგიტიმურად პირველივე ეტაპზე გამოცხადდა, 53 პროცენტით ლიდერობდა "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ სერგო ქიტიაშვილს კი 37 პროცენტის მხარდაჭერა ჰქონდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა