რუსეთში რეზო გაბრიაძის გამოფენა იხსნება

რუსეთში რეზო გაბრიაძის გამოფენა იხსნება

დღეს, რუსეთის პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმში გამოფენა "რეზო გაბრიაძე. ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა" იხსენება. აუდიტორია ცნობილი სცენარისტის, მწერლისა და დრამატურგის შემოქმედების გაცნობას 16 ოქტომბრიდან შეძლებს.

ექსპოზიციაში ფილმების "არ დაიდარდოს", "მიმინოს", "ქინ-ძა-ძას" ავტორის დაახლოებით 100 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. გამოფენა გაბრიაძის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრებს გააერთიანებს.

საზოგადოება შეძლებს ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების ნახვას სერიებიდან - "ტელმანის ქუჩა" (1975); "ქუთაისის მცირე ენციკლოპედია"(1997) და სხვები. ცალკე სექციაა "პორტრეტები", რომელიც იმ ადამიანებს აერთიანებს, რომლებსაც ოსტატი იცნობდა. კერძოდ წარმოდგენილი იქნება ბელა ახმადულინას, ბულატ ოკუჯავას, მერაბ მამარდაშვილის პორტრეტები.

ექსპოზიციაში, ფერწერისა და გრაფიკის გარდა, მარიონეტების თეატრის ძველი თოჯინებიც იქნება გამოფენილი.

რუსეთის პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ირინა ანტონოვა დარწმუნებულია, რომ "პუშკინის მუზეუმში რეზო გაბრიაძის ნამუშევრები საკუთარ აუდიტორიას მოიპოვებს".

გამოფენა 18 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"