სერგეი ლავროვი - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბედზე საქართველოსთან მოლაპარაკებებს არ დავიწყებთ

სერგეი ლავროვი - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბედზე საქართველოსთან მოლაპარაკებებს არ დავიწყებთ

რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბედზე საქართველოსთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, - რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით სანაკოევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"რაიმე მოლაპარაკებები საქართველოსთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბედზე, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანასთან, არ გვექნება, რადგან ამ რესპუბლიკების ბედი ხალხმა გადაწყვიტა, რომლებმაც დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი", - განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა იმედი, რომ არჩევნები და ის ცვლილებები, რომელთაც მხარი ქართველმა ხალხმა დაუჭირა, საქართველოს ხელისუფლებას მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზაციის საშუალებას მისცემს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა