რიჩარდ ნორლანდი - დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო კარგ ხელშია

რიჩარდ ნორლანდი - დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო კარგ ხელშია

დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო კარგ ხელშია, - ამის შესახებ "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციაზე საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა. მან ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები კიდევ ერთხელ შეაფასა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფოებრივი მოღვაწის სიბრძნე აჩვენა.

"2012 წლის ოქტომბერი ალბათ საქართველოს ისტორიაში დრამატული და მნიშვნელოვანი გარდაქმნების მომენტად აღინიშნება, რადგან ჩატარდა კონკურენტული არჩევნები, იქმნება ახალი მთავრობა, რომელიც უფლებამოსილებას მალე აიღებს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა აჩვენა სამოქალაქო და სახელმწიფო მოღვაწის სიბრძნე. დარწმუნებული ვარ, რომ ძალაუფლების გადაცემის პროცესი პროფესიონალურად გაგრძელდება", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა კონფერენციაზე.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს ბედმა გაუღიმა, რომ "ასეთი კალიბრის პატრიოტები ჰყავს".

"საქართველოს ბედმა გაუღიმა, რომ ასეთი კალიბრის პატრიოტები ჰყავს, ლიდერები, რომლებიც მზად არიან, განსხავავებებს გადააბიჯონ და იმოძრაონ საქართველოს ინტერსებისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო ძალიან კარგ ხელშია", - აღნიშნა ნორლანდმა.

აშშ-ის ელჩმა პოლიტიკურ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ქართულმა არასამთავრობო სექტორმა თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია წარმატებით შეასრულეს.

"სამოქალაქო საზოგადოებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ პროცესში. მათი ადვოკატირებით და მხარდაჭერით მედია უფრო ხელმისაწვდომი იყო", - აღნიშნა ნორლანდმა და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდა, ნეიტრალურობა და დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ.

"სამოქალაქო საზოგადოება არის არა მხოლოდ საპირწონე და ბალანსი, არამედ გადამწყვეტი პარტნიორი პოლიტიკურ ურთიერთობებში. არასამთავრობოებმა ნეიტრალურობა და დამოუკიდებლობა უნდა შეინარჩუნოთ, უნდა იყოთ ღია და კონსტრუქციულები პარტიებთან დიალოგში. საბედნიეროდ, საქართველოს ჰყავს მთელი რიგი ექპერტები, რომლებიც მზად არიან ამ როლის შესასრულებლად", - მიმართა ამერიკელმა დიპლომატმა არასამთავრობოების წარმომადგენლებს.

გარდა ამისა, ნორლანდმა მთავრობასაც მიმართა და მოუწოდა, რომ თავის მხრივ თავადაც ღია იყვნენ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობაში.

"მთავრობამ უნდა შექმნას საკონსულტაციო მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს დიალოგს სამინისტროებთან", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

"ქორთიარდ მარიოტში" კონფერენცია არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით იმართება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა