"ქართულ ოცნებას" 85 დეპუტატი ეყოლება, "ნაცმოძაობას" - 65

"ქართულ ოცნებას" 85 დეპუტატი ეყოლება, "ნაცმოძაობას" - 65

კოალიცია "ქართული ოცნება" პარლამენტში 85 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი - 65 დეპუტატით. "ქართული ოცნება" პროპორციული სიით 44 ადგილს, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 33 ადგილს მიიღებს.

პარლამენტში კოალიციას 41 მაჟორიტარი ეყოლება, "ნაციონალურ მოძრაობას" - 32.

საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 2 150 197–მა ამომრჩეველმა. ამომრჩეველთა 54.97%-მა მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას", ხოლო 40.34%-მა - "ნაციონალურ მოძრაობას".

გუშინ მაჟორიტარული სისტემით განმეორებითი კენჭისყრა სამი ოლქის 11 უბანზე გაიმართა, სამივე ოლქში უპირატესობა "ქართული ოცნების" კანდიდატებმა მოიპოვეს.

საქართველოს პარლამენტი სულ 150 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. დეპუტატთა რაოდენობა ცესკო-ს შესაბამისი ფორმულის მიხედვით დაითვალა: პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 77-ზე გადამრავლდა და ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყო.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა