კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა.
ეკონომიკის სამინისტრო - გიორგი კვირიკაშვილი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - დავით ნარმანია, რომელიც მომავალში ფინანსთა მინისტრის მოადგილე იქნება.
ფინანსთა სამინისტრო - ნოდარ ხადური; განათლების სამინისტრო - გიორგი მარგველაშვილი; ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო - დავით დარახველიძე; ენერგეტიკის სამინისტრო - კახა კალაძე; რომელიც მანამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატად იყო დასახელებული. იგი დარჩება ვიცე-პრემიერადაც.
გარემოს დაცვის სამინისტრო - ხათუნა გოგოლაძე; ჯანდაცვის სამინისტრო - დავით სერგენკო, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრს ხელმძღვანელობდა.
გარდა ამისა, როგორც ბიძინა ივანიშვილმა დღეს აღნიშნა, სამომავლოდ ეკონომიკის სამინისტროს შეურთდება ინფრასტრუქტურა და ბუნებრივი რესურსები.
ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის სხვა კანდიდატების ვინაობა 8 ოქტომბერს დაასახელა. კერძოდ - შინაგან საქმეთა სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი; თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ალასანია (ამავე დროს ვიცე-პრემიერი); იუსტიციის სამინისტრო - თეა წულუკიანი; სასჯელაღსრულების სამინისტრო - სოზარ სუბარი.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - დავით კირვალიძე; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო - ლევან ყიფიანი;
საგარეო საქმეთა სამინისტრო - მაია ფანჯიკიძე; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - გურამ ოდიშარია.
8 ოქტომბერსვე დასახელდა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად ამირან გამყრელიძე, თუმცა მან დღეს თანამდებობაზე უარი თქვა.
დიასპორას საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - კოტე სურგულძე; ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ალექსი პეტრიაშვილი. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი;
გარდა ამისა, სახელმწიფო აუდტის სამხურის გენერალურ აუდიტორი - რევაზ შავიშვილი; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - ნოდარ ჯავახიშვილი; გენერალური პროკურორი - არჩილ კბილაშვილი.