ბიძინა ივანიშვილი მის წინააღმდეგ რევანშისტული გეგმის მზადებას არ გამორიცხავს

 ბიძინა ივანიშვილი მის წინააღმდეგ რევანშისტული გეგმის მზადებას არ გამორიცხავს

ბიძინა ივანიშვილი მის წინააღმდეგ რევანშისტული გეგმის მზადებას არ გამორიცხავს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ასეთი გეგმა ამ ეტაპზე არ არსებობს და საზოგადოებას შეუძლია მშვიდად იყოს.

"რაც შეეხება რევანშისტულ გეგმას ჩემს წინააღდეგ, ასეთი გეგმა არ არსებობს და საზოგადოებას შეუძლია მშვიდად იყოს. თუმცა არ გამოვრიცხავ ასეთი გეგმის მზადებას, ჩვენ პოლიტიკური დევნის განხორციელებას არ ვაპირებთ და ამგვარ გეგმებს მათი არსებობის შემთხვევაში სამართლიანი სასამართლო გაარჩევს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

რაც შეეხება პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სოჭის ოლიმპიადის ჩაშლის მცდელობასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" ლიდერი აღნიშნულ ინფორმაციას არასერიოზულს უწოდებს და აცხადებს, რომ სოჭის ოლიმპიადის ჩატარებას მიესალმება.

პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს უახლოეს ორ დღეში წარადგენს. როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატების დასახელების დროს განაცხადა, მისი წარდგენა დღეს ან ხვალ უნდა მოხდეს.

"ჩემი წარდგენა, როგორც პრემიერ-მინისტრის, დღეს ან ხვალ უნდა მოხდეს. როგორც მე ვიცი, პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს განცხადება. დანარჩენი პროცედურები აქვს პარლამენტს. პარლამენტმა ეს პროცედურები უნდა გაიროს და მერე ალბათ, მოხდება მთავრობის დამტკიცება", -განმარტა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა