საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე ცვილის ფიგურების მუზეუმი გახსნა.
შენობას სახელმწიფომ უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა. მუზეუმში განთავსებულია აჭარის ისტორიასთან დაკავშირებული პირების ცვილის სკულპტურები.
ამ პერიოდისთვის დამზადებულია 16 სკულპტურა. მათ შორის მედეა და იაზონი, რომაელი ჯარისკაცი, ორი არგონავტი, ამ შენობის პირველი მეპატრონე ბინიათ ოღლი, ასლან აბაშიძე, რომელიც რუს გენერალს უყურებს. ასევე დაგეგმილია სხვა პირების ფიგურების დამზადებაც.
ცვილის ფიგურების მუზეუმის რეაბილიტაციისთვის პროგრამის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 658.431 ლარი დაიხარჯა. მათ შორის - ცვილის ფიგურების დასამზადებლად 290.400 ლარი, ხოლო დეკორაციული სცენების მოსაწყობად 219.362 ლარი.
მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობა ადრე თამბაქოს მწარმოებელ, წარმოშობით ბერძენ ლაზაროს ბინიათ ოღლის ეკუთვნოდა.







