მიხეილ სააკაშვილი - "ვისურვებდი, რომ საქართველოს პროგრესი გაგრძელდეს"

მიხეილ სააკაშვილი - "ვისურვებდი, რომ საქართველოს პროგრესი გაგრძელდეს"

ბუქარესტში გამგზავრებამდე საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. პრეზიდენტის განცხადების ტექსტი პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს. ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზად არის ითანამშრომლოს იმ ხელისუფლებასთან, რომელიც ქართული საზოგადოების უმეტესი ნაწილის მიერ არჩეულმა პოლიტიკურმა ძალამ დააკომპლექტა.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა დღეს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარმოადგინა, როგორც ეს კონსტიტუციითაა განსაზღვრული. აქ არ არის ლაპარაკი, მომწონს თუ არა მთავრობის შემადგენლობა მე, როგორც პრეზიდენტს ან პოლიტიკოსს. საქმე ისაა, რომ ვინაიდან ასეთია ქართველი ხალხის ნება, ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ შემადგენლობასთან, რომელსაც წარმოადგენს არჩევნებში უმრავლესობით მოსული კოალიცია. ამიტომ ჩვენ ამ შემადგენლობას გადავგზავნით პარლამენტში და იმედი მაქვს, პარლამენტი დროზე შეიკრიბება და ყველა პროცედურას დროულად გაივლიან. კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურები და ვადები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ და საქართველოს პარლამენტმა ეს მთავრობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს. ვისურვებდი, რომ ის დაპირებები, რომელიც გამარჯვებულმა კოალიციამ მისცა ქართველ ხალხს, მაქსიმალურად შესრულდეს. ასევე ვისურვებდი, რომ საქართველოს პროგრესი გაგრძელდეს და საპარლამენტო ოპოზიციამ შეასრულოს თავისი მაკონტროლებლის როლი. ჩემი, როგორც პრეზიდენტის ფუნქცია, ამ ეტაპზე სწორედ ამით შემოიფარგლება", - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა