კობა სუბელიანმა საკუთარ თავს 285-ათასლარიანი პრემია გამოუწერა

კობა სუბელიანმა საკუთარ თავს 285-ათასლარიანი პრემია გამოუწერა

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა დავით ფაცაციამ მოგვაწოდა დოკუმენტი, საიდანაც ჩანს, რომ კობა სუბელიანმა დევნილთა და განსახლების მინისტრობისას სამი წლის განმავლობაში საკუთარ თავს 285 ათას ლარზე მეტი ოდენობის პრემია გამოუწერა.

- ეს საიდუმლო დოკუმენტები სრულიად შემთხვევით ჩამივარდა ხელში, აქ კარგად ჩანს, თუ რა უსინდისოდ გამოუწერა უზარმაზარი პრემია კობა სუბელიანმა საკუთარ თავს მინისტრობის დროს. იმის ნაცვლად, რომ დევნილებისთვის დაერიგებინა კუთვნილი დახმარებები, მინისტრი სუბელიანი პრემიებს თავისთვის იწერდა. 2010 წელს მან - 89 000 ათასი, 2011 წელს - 98 040, 2012 წელს კი 98-ათასლარიანი პრემია გამოიწერა. მას არ ჰქონდა 3 500 ლარზე მეტის აღების უფლება ხელფასის სახით და სწორედ ამის გამო გამოიწერა ამხელა პრემია. მე 25 მარტს მივუტანე ეს დოკუმენტები კობა სუბელიანს. მას მიაჩნია, რომ ეკუთვნოდა ამხელა პრემიები მაშინ, როცა დევნილები 22 და 28-ლარიან დახმარებებსაც ვერ იღებენ. დღეს კიდევ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი: ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა დევნილებს, რომ საცხოვრებელ ფართობს ყველა მათგანს დაუკანონებს, მაგრამ, სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობის" წაქეზებით ბოლო დღეებში დევნილები სხვადასხვა ობიექტზე შეცვივდნენ. მოვუწოდებ მათ, თავი შეიკავონ ძალადობისგან, რადგან ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"