ჯეიმს აპატურაი - "ჩვენ აუცილებლად გავხდით საქართველოს ნატოს წევრად"

ჯეიმს აპატურაი - "ჩვენ აუცილებლად გავხდით საქართველოს ნატოს წევრად"

საქართველო ალიანსის ძალიან ახლო პარტნიორია და ჩვენ აუცილებლად გავხდით მას ნატოს წევრად, - ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ მომავალ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ნატოში საქართველოს მომავალი ავღანეთში მისი წვლილის შეტანით განისაზღვრება. "კიდევ ერთხელ ვადასტურებ ნატოს სურვილს, საქართველო გახდეს ალიანსის წევრი ქვეყანა. საქართველოს მომავალი ნატოში განისაზღვრება ავღანეთში თქვენი წვლილის შეტანით. ნატოს სახელით გამოვთქვამ მწუხარებას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების გამო. განსაკუთრებით ახლახან დაღუპული ჯარისკაცის გამო და აგრეთვე მათ გამო, ვინც თავი გასწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში", - განაცხადა აპატურაიმ.

ამასთან, ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება და მომავალი პრემიერ-მინისტრობა მიულოცა.

"ნატოს სახელით მინდა პირადად მივულოცო ბატონ ივანიშვილს მომავალი პრემიერ-მინისტრობა და არჩევნებში გამარჯვება. აგრეთვე, მინდა, აღვნიშნო, თუ როგორ წარმატებულად ჩატარდა არჩევნები და როგორ მიდის ხელისუფლების გადაცემის პროცესი. ჩვენ დღეს შესანიშნავი საუბარი გვქონდა. ბატონ ივანიშვილის ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს ნატოსკენ სწრაფვას და მიიღებს ავღანეთის მისიაში მონაწილეობას", - აღნიშნა აპატურაიმ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა