რუმინული მედიის ცნობით, სააკაშვილის თვითმფრინავის დაშვების გადაწყვეტილება საკონტროლო კოშკს არ მიუღია

რუმინული მედიის ცნობით, სააკაშვილის თვითმფრინავის დაშვების გადაწყვეტილება საკონტროლო კოშკს არ მიუღია

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თვითმფრინავის დაშვების გადაწყვეტილება თავად პილოტებმა მიიღეს და არა საკონტროლო კოშკმა, - ამის შესახებ რუმინულ მედიას ოტოპენის აეროპორტის სპიკერმა, ვალენტინ იორდაჩემ განუცხადა.

მისივე თქმით, დაშვების მიზეზი გახდა პილოტების ეჭვები, რომ თვითმფრინავს გარკვეული ტექნიკური ხარვეზები ჰქონდა.

ვალენტინ იორდაჩემ აღნიშნა, რომ დაშვების შემდგომ თვითმფრინავს ჩაუტარდა შემოწმება, რის შედეგადაც თვიმფრინავს ტექნიკური ხარვეზები არ აღმოაჩნდა და ფრენისთვის ვარგისად იქნა მიჩნეული. პრეზიდენტი საქართველოში იმავე თვითმფრინავით დაბრუნდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის თვითმფრინავმა აფრენიდან 10 წუთში ბუქარესტის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა, რის გამოც სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება დაგეგმილ დროს ვერ შეძლო.

"თვითმფრინავის აფრენიდან 10 წუთში ბორტმა ბუქარესტის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა. ამის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ, შასისთან დაკავშირებული პრობლემა გახდა", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში გვიან ღამით დაბრუნდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"