"თელასის" მთაწმინდა-კრწანისის ბიზნესცენტრის თანამშრომლები გაიფიცნენ

"თელასის" მთაწმინდა-კრწანისის ბიზნესცენტრის თანამშრომლები გაიფიცნენ

"თელასის" მთაწმინდა-კრწანისის რაიონული ბიზნესცენტრის თანამშრომლები გაიფიცნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა გაფიცულმა, გიორგი მუმლაძემ განუცხადა, ცენტრის თანამშრომლების სრული შემადგენლობა შრომის შესაბამის ანაზღაურებას ითხოვს.

"მონებივით გვექცევიან, გაფიცულები ვართ ყველანი, გარდა შვებულებაში მყოფი თანამშრომლებისა. ვითხოვთ სამართლიანობას, ხელმძღვანელობის მხრიდან ნორმალურ მოპყრობასა და შრომის შესაბამის ანაზღაურებას",- აღნიშნა მუმლაძემ.

მისივე თქმით, 4 თვის წინ ფილიალის თანამშრომლებს ხელფასები შეუმცირდათ და უმძიმეს პირობებში აღმოჩნდნენ.

ამასთან, "თელასის" უკვე ყოფილმა თანამშრომლებმა "ქართულ ოცნებას" დღეს განცხადებით მიმართეს. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, გაფიცვა არის ერთგვარი სოლიდარობა მათ მიმართ.

"ისინი უკმაყოფილოები არიან იმ მმართველობის ფორმით, რაც დამკვიდრდა ზურაბ არსოშვილის მოსვლის შემდეგ. მათ აძლევენ გაურკვეველ დავალებებს და ეს არის ერთგვარი სოლიდარობა ასევე ჩვენს მიმართ, რომლებიც უკანონოდ ვართ გათავისუფლებული სამსახურიდან", - განაცხადა "თელასის" ყოფილმა თანამშრომელმა ეკა თიკარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"