ლალი მოროშკინა - "რამდენიმე პატიმარმა ბადრაგს წამოარტყა"

ლალი მოროშკინა - "რამდენიმე პატიმარმა ბადრაგს წამოარტყა"

ლალი მოროშკინა ბოლო დროს ციხეებში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. მისი თქმით, საპატიმროებში პატიმართა მხრიდან ციხის ადმინისტრაციის მიმართ ანგარიშსწორება გახშირდა. ლალი მოროშკინას ინფორმაციით, პატიმრები ერთმანეთის მიმართაც ძალადობენ.

”დღეს ნამდვილად არ ხდება არც ცემის და, მით უფრო, არც წამების ფაქტები, მაგრამ საქმე გვაქვს მეორე უკიდურესობასთან - რამდენიმე პატიმარმა თავს უფლება მისცა და თავში წამოარტყა ბადრაგს, უხეშად მოიქცა, თავად პატიმართა შორისაც ხდება ანგარიშწორებისა და ჩხუბის ფაქტები. ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია. მინდა ყველას მოვუწოდო, თავიანთ პატიმრებს აუხსნან, ასეთი ქცევა დაუშვებელია”, - აცხადებს ლალი მოროშკინა.

მისი თქმით, მსგავსი ფაქტები სასჯელაღსრულების თითქმის ყველა დაწესებულებაში ხდება.

”მსგავსი ფაქტები პრაქტიკულად ყველა კოლონიაში და ციხეში ხდება. უბრალოდ, ამ თემაზე ხმამაღლა არ საუბრობენ... ჩვენ გვქონდა პრეტენზია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩადიოდნენ დანაშაულს, მაგრამ იგივეს არ უნდა აკეთებდნენ პატიმრები”, - აღნიშნა მოროშკინამ.

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"