პირველ სხდომაზე ის საკითხები გადაწყდება, რაც კანონმდებლობითა და რეგლამენტითაა დადგენილი", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, პირველ რიგში პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების განხილვა, შემდეგ კი მაღალი თანამდებობის პირების, კერძოდ თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილეების, კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების არჩევა მოხდება.
"ასევე გადავწყვეტთ, თუ რა გრაფიკით ვიმუშავებთ მომავალ კვირას, რადგან მოსალოდნელია ახალი მთავრობის წარმოდგენა პარლამენტისთვის, შესაბამისად მომავალი კვირის განმავლობაში პარლამენტი ძირითადად დაკავებული იქნება მოსმენებით კომიტეტებსა და ფრაქციებში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეიდან საკანონმდებლო ორგანო იქნება ფუნქციონირებადი სრული მასშტაბით", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, პირველი სხდომის ჩატარებას ხელს არაფერი უშლის, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის შენობაში რიგი ტექნიკური საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არ არის.
"პირველი სხდომის ჩატარებას ხელს არაფერი შეუშლის. ტექნიკური და სამშენებლო საკითხების გადაწყვეტა კი მოხდება ეტაპობრივად, იქედან გამომდინარე, რომ ბევრი პრობლემაა ჯერ კიდევ მოსაგვარებელია", - დასძინა უსუფაშვილმა.