დავით საგანელიძე - სამომავლოდ ქუთაისის პარლამენტში, შესაძლოა, უნივერსიტეტი გაიხსნას

დავით საგანელიძე - სამომავლოდ ქუთაისის პარლამენტში, შესაძლოა, უნივერსიტეტი გაიხსნას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერობის კანდიდატი დავით საგანელიძე არ გამორიცხავს, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში სამომავლოდ რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულება გაიხსნას .

"აქ შეიძლება იყოს უნივერსიტეტი ან სხვა რაიმე ამ ტიპის დაწესებულება. პარლამენტი უნდა იყოს იქ, სადაც არის ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი, მთავრობა, საელჩოები და ა.შ.", - განუცხადა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს, რომელიც ამ წუთებში "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად ქუთაისის ახლად აშენებულ საკანონმდებნლო ორგანოს შენობაში იმყოფება.

რაც შეეხება უშუალოდ იმას, თუ როდისთვის იგეგმება პარლამენტის ქუთაისიდან ისევ დედაქალაქში დაბრუნება, საგანელიძის თქმით, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის აღდგება პარლამენტის ძველი შენობა, "რომელიც ბარბაროსულად გაანადგურეს".

ამასთან საგანელიძემ ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ის ძალიან საინტერესოდ წარმოუდგენია, თუმცა ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აქტიურ ოპოზიციონერობას აპირებს, მისთვის მხოლოდ სასაცილოა.

"ნაციონალური მოძრაობა" ვერ იქნება ძლიერი და კარგი ოპოზიცია იმის გათვალისწინებით, რომ ის ხელისუფლებაში 9 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა არაფერი გაუკეთებია", - აღნიშნა საგანელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"