რიჩარდ ნორლანდი - ამერიკის მხარე მზადაა ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან ითანამშრომლოს

რიჩარდ ნორლანდი - ამერიკის მხარე მზადაა ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან ითანამშრომლოს

აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ახალი პარლამენტის შეკრებას ისტორიული უწოდა.

როგორც ელჩმა დღეს, ფოთის სასაზღვრო ძალების ბაზაზე სტუმრობისას ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკული მხარე მზადაა ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან თანამშრომლობისათვის.

"ქართული დემოკრატიისა და საქართველოსთვის ეს არის ნამდვილად ისტორიული დღე. იქნება ახალი პარლამენტი, საქართველოს ეყოლება ახალი პრემიერ-მინისტრი, ახალი მთავრობა და რეალური ოპოზიცია. ჩვენ ვულოცავთ საქართველოს ამ მნიშვნელოვნად წინ გადადგმულ ნაბიჯს. ბუნებრივია, ვითანამშრომლებთ პარლამენტთან, მაშინ, როდესაც ის თავის მნიშვნელოვან საქმიანობას განახორციელებს და ეს მიმართული იქნება საქართველოს შემდგომი განვითარებისკენ", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა