ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის შენობა დაათვალიერა

ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის შენობა დაათვალიერა

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი და მომავალი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სხდომათა დარბაზში შესვლამდე პარლამენტის შენობის არქიტექტურას გაეცნო.

კოალიციის ლიდერმა, საკუთარი დაცვის წევრების თანხლებით, აპარატის წარმომადგენლებთან ერთად შენობა დაათვალიერა.

როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა, მისთვის ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა მოხდეს ამ ახალი ნაგებობის გაგრილება. "საინტერესოა, როგორ უნდა გაგრილდეს ამხელა შენობა, თუმცა, არსებობს ისეთი თანამედროვე მილები, რომლის 70%-ის გაგრილება შესაძლებელია, თუ თანამედროვე მილები იქნება დაყენებული", - აღნიშნა ივანიშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ დღეს, მისი განცხადებით, დღეს პარლამენტი ოფიციალურად დაიწყებს ფუნქციონირებას, რითაც "ქართული ოცნება" საკუთარი დანაპირების შესრულებას შეუდგება. "დღეს ჩვეულებრივი დღეა, უბრალოდ პარლამენტი ოფიციალურად შეუდგება თავისი მოვალეობის შესრულებას. ყველაზე მთავარი რამ არჩევნების დღეს მოხდა, როცა უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა და ქართველმა ხალხმა ახალი ხელისუფლება აირჩია. პრინციპში, ჩვენ ზვიადიც ავირჩიეთ, მიშაც ავირჩიეთ, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ სააკაშვილმა არაფერი შეასრულა იმ დანაპირებიდან, რაც ხალხს მისცა. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დავამტკიცოთ, რომ სახალხო ხელისუფლება ვართ. ვიზრუნებთ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკის განვითარებაზე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხალხისთვის მიცემული დაპირებები მაქსიმალურად შევასრულოთ. მთავარი სწორედ ეს არის. ჩვენ გავაკეთებთ ამას და კიდევ უფრო მეტს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის სხდომას სტუმრის სტატუსით დაესწრება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა