როგორც კი შევამჩნევთ, რომ ხალხს დავშორდით, მაშინვე ადეკვატურ გადაწყვეტილებას მივიღებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, დღეს არის ისტორიული დღე საქართველოს განვითარებისთვის, რასა ქართველ ხალხს ულოცავს.
"დღეს არის ისტორიული დღე საქართველოს განვითარებისთვის, რადგან პირველად იკრიბება ის პარლამენტი, რომლის შეკრების შესახებ გადაწყვეტილება არავის მიუღია, გარდა ქართველი ხალხისა. მინდა, მივულოცო ხალხს ბედნიერი დღე და კიდევ ერთხელ საჯაროდ დავდო პირობა, რომ ამ იმედებს არ გავაცრუებთ. როგორც კი შევამჩნევთ, რომ ჩვენ დავშორდით ხალხს, მაშინვე მივიღებთ ადეკვატურ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ ეს არასდროს მოხდება.
მისივე განმარტებით "ქართული ოცნების" მიერ არც ერთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ხალხთან კონსულტაციის გარეშე.