ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატი კახა კალაძე ხალხს ჰპირდება, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა მათ ცხოვრება გაუადვილდეთ, - ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს ქუთაისში განუცხადა.
მისი შეფასებით დღეს ისტორიული და საინტერესო დღეა, პირადად მისთვის კი - საპასუხისმგებლო. "დღეს არის ისტორიული და ძალიან საინტერესო დღე საქართველოსთვის, პირადად ჩემთვის კი საპასუხისმგებლო დღე, რადგან პირველად შევდივარ პარლამენტში. პირობას ვაძლევ ჩვენს მოსახლეობას, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა მათ ცხოვრება გაუადვილდეთ, ამისთვის შესაბამისი კანონები იქნება მიღებული", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, საზოგადოება დარწმუნდება, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი არ იქნება ერთ ადამიანზე მორგებული საკანონმდებლო ორგანო, "როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა".