ქუთაისის პარლამენტის შენობასთან აქცია იმართება

ქუთაისის პარლამენტის შენობასთან აქცია იმართება

"ლაბორატორია 1918", "ნარინჯისფერი კლუბი" და ქუთაისელი სტუდენტები ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ლაბორატორია 1918"-ის წევრმა ალექსანდრე ცაგარელმა განუცხადა, აქციის მონაწილეებს ახლად არჩეული დეპუტატების მიმართ სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ.

"ვითხოვთ შრომის კოდექსის შეცვლას, რომ მონათმფლობელური შრომის კოდექსი აღარ იყოს. ასევე, მოვითხოვთ ხელმისაწვდომი გახდეს განათლება ყველა ახალგაზრდისთვის და დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც ძალადობდა ადამიანებზე ბოლო წლების განმავლობაში. შევიკრიბეთ იმიტომ, რომ ეს საკითხები დააყენონ ახალმა დეპუტატებმა პირველ რიგში, რადგან ისინი არიან ჩვენი აზრის გამომხატველები და უნდა იცოდნენ რა მოთხოვნები გვაქვს მათთან", - აღნიშნა ცაგარელმა. მისივე თქმით, მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად აქციის მონაწილეები ქუთაისიდან ჭიათურაში გადაინაცვლებენ.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნარინჯისფერთა კლუბიდან" აცნობეს, ჭიათურელი მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად აქცია 16:00 საათზე თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოშიც გამართება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა