ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი დემოკრატიულად მიმდინარეობს

ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი დემოკრატიულად მიმდინარეობს

1-ელ ოქტომბერს ქვეყნის განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტში მისულმა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

მისი შეფასებით, ის ფაქტი, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი დემოკრატიულად და ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"მინდა დღევანდელი დღე ყველას მივულოცო, ეს მნიშვნელოვანი დღეა. პირველ ოქტომბერს ქვეყნის განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ის ფაქტი, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი დემოკრატიულად და ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანია.", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც ცნობილია, პარლამენტში "ქართული ოცნების" პარტიული სიით გასული ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრის პოსტზე მოიაზრება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა