მიხეილ სააკაშვილი - დაიმახსოვრეთ, ჩვენ ვართ ჯადოქრები და კიდევ ბევრი სასწაული მოხდება

მიხეილ სააკაშვილი - დაიმახსოვრეთ, ჩვენ ვართ ჯადოქრები და კიდევ ბევრი სასწაული მოხდება

დაიმახსოვრეთ, ჩვენ ვართ ჯადოქრები და კიდევ ბევრი სასწაული მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი მოწვევის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"რაც მთავარია, ერთი კვირის წინ იყვნენ აქ და თქვეს, დაუმთავრებელია, წყალი ჩამოდისო. მუშებს უთქვამთ, დავამთავრებთო. ესენი შემოუტრიალდნენ და უთხრეს, თქვენ ჯადოქრები ხართ თუ ვინა ხართო?!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ახალი მოწვევის პარლამენტში საინტერესო შემადგენლობაა. ამ მცირე კომენტარის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისის პარლამენტის შენობა დატოვა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა