პრეზიდენტი უმრავლესობას მერების, გამგებლებისა და გუბერნატორების პირდაპირი წესით არჩევას სთავაზობს

პრეზიდენტი უმრავლესობას მერების, გამგებლებისა და გუბერნატორების პირდაპირი წესით არჩევას სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტი ახალ საპარლამენტო უმრავლესობას მერების, გამგებლებისა და გუბერნატორების პირდაპირი წესით არჩევას სთავაზობს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მოსახლეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მიეცეს საშუალება, ჩაერთოს და ჩაერიოს ინსტიტუტების მუშაობაში.

გარდა ამისა, პრეზიდენტის განმარტებით, დაჩქარებული ტემპით უნდა განვითარდეს ადგილობრივი პოლიტიკური ცხოვრება. "როცა მე ხელისუფლებაში მოვედი, მერებსა და გამგებლებს პრეზიდენტი ნიშნავდა. მათ ახლა საკრებულოები ირჩევენ, ხოლო თბილისის მერს – თბილისის მოსახლეობა. პირდაპირი არჩევის წესი სხვა ქალაქების მერებსა და გამგებლებზეც უნდა გავრცელდეს. ასევე გთავაზობთ, ავირჩიოთ ყველა გუბერნატორი. ეს გადამწყვეტი იქნება დემოკრატიის ინსტიტუტების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის საქართველოში. დეცენტრალიზაცია ჩვენი ინსტიტუტების მდგრადი ფუნქციონირების საუკეთესო საშუალებაა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა