"ინტერპრესნიუსისთვის" ცნობილი გახდა იმ ხუთი დეპუტატის ვინაობა, რომლებიც მაჟორიტარები "ნაციონალური მოძრაობიდან" გახდნენ, თუმცა საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანებას არ აპირებენ.
ეს დეპუტატები არიან - ხობის მაჟორიტარი გოდერძი ბუკია, დმანისის მაჟორიტარი - კახა ოქრიაშვილი, ლენტეხის - გოგი ლიპარტელიანი, ცაგერის - სერგო ხაბულიანი და ნინოწმინდის - ენზელ მკოიანი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გოდერძი ბუკიამ განუცხადა, შესაძლოა, მათ რიგებს კიდევ ერთი მაჯორიტარი შეუერთდეს და ცალკე ფრაქცია შექმნან. თუმცა, მისი ვინაობა ბუკიამ რა დააკონკრეტა.
"ჩვენ ვართ მაჟორიტარები, არ მივეკუთვნებით არც ერთ პარტიას და ამ ეტაპზე უფლება-მოსილების შესრულებას დამოუკიდებელი დეპუტატების რანგში შევუდგებით", - აღნიშნა ბუკიამ.
გოდერძი ბუკია, გოგი ლიპარტელიანი, ენზელ მკოიანი და კახა ოქრიაშვილი წინა მოწვევის პარლამენტში მაშინდელი მმართველი პარტიის გუნდში იყვნენ. სერო ხაბულიანი და ახალი დეპუტატია.