უგულავას "პონტში" ანუ გამოძალვა-შანტაჟის სკანდალური სქემა

უგულავას "პონტში" ანუ გამოძალვა-შანტაჟის სკანდალური სქემა

1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა - საყოველთაო დუმილი დაირღვა. მალე, ალბათ, შოკის მომგვრელი ფაქტების ნიაღვარი წალეკავს ქვეყანას. მთავარი საშიშროება მათი განადგურებაა, რადგან, როგორც ჩანს, სამართალდამცავ სტრუქტურებში მრავლად არის სახელმწიფო მოხელეთა დანაშაულების ამსახველი ფაქტები, დოკუმენტები და სკანდალური ვიდეოჩანაწერები, რომელთაც მიზეზთა გამო ჯერჯერობით ვერ იხილეს დღის სინათლე. ჩვენი რესპონდენტის სკანდალური ინტერვიუ, პრაქტიკულად, მაგალითი და დადასტურებაა იმ უმსგავსობისა, რაც ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში ბატონობდა. როგორ სჩადიოდნენ დანაშაულს სახელმწიფო ჩინოვნიკები და მათი ახლო ნათესავები, როგორ მფარველობდნენ მათ უმაღლესი თანამდებობის პირები, ამ საკითხებზე ბიზნესმენი გია ომიაძე გვესაუბრება:

- სამშენებლო ბიზნესი მქონდა. ბუნებრივია, მშენებლობისათვის აუცილებელი იყო მიწის შესყიდვა და მეც აუქციონზე ვყიდულობდი. ერთ-ერთი მორიგი შესყიდვისთვის მერიაში ვიყავი მისული, სადაც ვინმე რეზო ნოდია გავიცანი. როგორც სატენდერო კომისიის წევრი გამეცნო და შემპირდა, რომ მიწისა და ნახაზების საქმეს მომიგვარებდა და კვადრატულ მიწას აუქციონზე 25 ლარად გამოატანინებდა. ნახაზებსა და პირველად სამუშაოებში 400 დოლარი მოითხოვა, რაც გადავუხადე. გავიდა დრო, მაგრამ ნოდია არაფერს აკეთებდა. მალე გავარკვიე, რომ არანაირი კომისიის წევრი არ ყოფილა. ვიფიქრე, თაღლითია და მოვტყუვდი-მეთქი, მაგრამ მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ ნოდია უგულავას კორუფციული სქემებისა და გარიგებების ერთ-ერთი მონაწილე იყო, რომელშიც ჩართული იყვნენ გიგი უგულავას ცოლის ახლო ნათესავები. ვიდრე ნოდია საქმის გაკეთებას მპირდებოდა, აუქციონიც გამოცხადდა, მიწას ოფიციალურად კვადრატულ მეტრზე 65 ლარი დაედო ფასი.

აუქციონამდე ორი დღით ადრე ბატონმა ნოდიამ შეხვედრა მთხოვა. უცნობ პირებთან ერთად მოვიდა. როგორც მითხრეს, თუ 50.000 დოლარს არ გადავიხდიდი, აუქციონს ჩაშლიდნენ, მერე კი ახალ აუქციონზე შეცვლილი ფასით გამოიტანდნენ, ან დააკონსერვებდნენ და ფულსაც (ბეს ვგულისხმობ) დავკარგავდი. მიწის ფასი 280 ათასი ლარი იყო. აქედან 80 ათასი ბედ მქონდა შეტანილი. მითხრეს, 50.000 დოლარი გადაიხადე და ამ საქმეს გიგი უგულავას ცოლის ბიძაშვილი უგულავას "პონტში" მოუვლისო(!).

შეხვედრა ფოთის ქუჩაზე კონსპირაციულ ბინაში შედგა. პირველი კითხვა, რაც დამებადა, ის იყო, ვინ ხართ, რა ფულს მთხოვთ და რა აუქციონის ჩაშლით მემუქრებით-მეთქი? ვინ და, ამ საქმეში გიგი უგულავას ცოლის ბიძაშვილია ჩარეული, სასწრაფოდ 5.000 დოლარი უნდა მისცე, დანარჩენი 45.000 კი მერე, აუქციონი რომ ჩატარდება და მიწა შენი გახდებაო. რაში ითხოვთ ფულს, მიწას ისედაც დიდი ფასი ადევს-მეთქი.

- იქნებ თაღლითების ჯგუფი გიგი უგულავას სახელით სპეკულირებდა?

- შეხვედრა დაიგეგმა და ჩემი მიწის საქმით დაინტერესებული მართლა უგულავას ცოლის ბიძაშვილი ლაშა გოგიაშვილი აღმოჩნდა. შეხვედრაზე კიდევ რამდენიმე კაცი იყო, ასე ვთქვათ, დიღმელების "სასტავი". უგულავას ცოლის ბიძაშვილმა მკითხა, უფულოდ მოხვედი, 5.000 ხომ უნდა მოგეტანაო? დღესვე მოიტან 5.000 დოლარს, თუ არა და ჩათვალე, რომ აუქციონი ჩაშლილია, მიწაც დაკარგული გაქვს თავის ფულიანადო. დაჩემებული ჰქონდათ, ამ მიწის გვერდზე ებრაელ ინვესტორს აქვს მიწა ნაყიდი. ვიცით, მიწა მას უნდა მიჰყიდო, ფული გააკეთო და 50 ათასის გადახდაც არ გინდაო?

- როგორ უნდა ჩაეშალათ აუქციონი, რა მექანიზმით?

- მექანიზმი უგულავა იყო. მის ხელშია მთელი ქალაქი, მათ შორის აუქციონის ჩაშლა-არჩაშლაც. გოგიაშვილმა მითხრა, ხომ იცი, უგულავას ცოლის ბიძაშვილი ვარ, გიგი ჩემით აკონტროლებს ყველაფერს. ისიც ხომ იცი, ყველაფერი ჩვენს ხელშია და თუ ფულს არ მოიტან, რაც გვინდა, იმას ვიზამთო. ეს საუბარი რომ მორჩა, ნოდია გარეთ გამომყვა, ხომ ხედავ, რა საშიში ხალხია, მეც როგორ მოწიწებით ვარ ამათთან, ფრთხილად იყავი, არ დაგიჭირონო(!). მივხვდი, რომ საქმე საკმაოდ რთულად მქონდა. გადავწყვიტე, სამართლადამცავ ორგანოებში მივსულიყავი და ეს ამბავი გამეცხადებინა. მთავარ პროკურატურაში მივედი და განცხადება დავწერე. დაიგეგმა სპეცოპერაცია, დამიმაგრეს ფარული კამერა, დანომრეს ფული. უგულავას ცოლის ბიძაშვილმა და მისმა ჯგუფმა მთაწმინდაზე რომელიღაც ოფისში დამიბარეს, ფული იქ გადავეცი და ყველანი აიყვანეს, მაგრამ ეს ამბავი ისე ჩაიფარცხა, თითქოს არც მომხდარა, არავის არაფერი გაუგია. მეორე დილითვე უგულავას ცოლის ბიძაშვილი ხუთ კაცთან ერთად გაათავისუფლეს. საპროცესო გარიგება დაუდეს და გამოუშვეს ისე, რომ ერთი დღეც არ ყოფილან ციხეში. სამაგიეროდ, რამდენიმე დღეში უგულავამ გადამიხადა სამაგიერო.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა