Washington Post - საქართველოს შეიძლება, მღელვარე თვეები ელოდებოდეს

Washington Post - საქართველოს შეიძლება, მღელვარე თვეები ელოდებოდეს

დაძაბულობა, რომელიც პარლამენტის პირველ სესიას ახლდა, იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს შეიძლება, მღელვარე თვეები ელოდებოდეს,- წერს Washington Post-ი ქუთაისში გამართულ გუშინდელ სხდომასთან დაკავშირებით.

როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებამ სააკაშვილის პარტიის ცხრაწლიან დომინანტობას მთავრობის თითქმის ყველა სფეროში წერტილი დაუსვა, პარლამენტი ქუთაისში შეიკრიბა და მხარეებმა თანამშრომლობის მზადყოფნაც გამოთქვეს.

"მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა ერთმანეთს თანამშრომლობა აღუთქვეს, დაძაბულობა, რომელიც პარლამენტის პირველსავე სესიას ახლდა, იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს შეიძლება მღელვარე თვეები ელოდებოდეს", - ნათქვამია სტატიაში.

Washington Post-ი პრეზიდენტისა და მომავალი პრემიერის კომენტარებზეც მიუთითებს და აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ მეტოქეებად მოიხსენია და არა - მტრებად.

თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ამის მიუხედავად მხარეებს შორის ანტაგონიზმმა თავი კიდევ ერთხელ იჩინა, როდესაც "ქართული ოცნების" პარლამენტარები სააკაშვილის დარბაზში შემოსვლისას ფეხზე არ ადგნენ.

"ივანიშვილის განცხადებით, ეს იმაზე მეტყველებდა, რომ ჯიბრიანი საარჩევნო კამპანიისას მიყენებული ჭრილობები ჯერ კიდევ არ მოშუშებულა. მიუხედავად ამისა, იგი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ შურისძიებასა და დევნას არ აპირებს და ამბობს, რომ ნებისმიერ კონფრონტაციას მოერიდებიან", - წერს Washington Post-ი .

სტატიის დასასრულს ყურადღება გამახვილებულია პარლამენტის ახალ შენობაზეც.

"პარლამენტმა თბილისში მდებარე საბჭოთა პერიოდის დროინდელი შენობიდან ქუთაისში - ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში გადაინაცვლა. კვირის სესია პირველი იყო ახალი შენობისთვის, რომელიც შუშის გუმბათიან მოდერნისტულ ნაგებობას წარმოადგენს", - ნათქვამია სტატიაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა