ირაკლი ეზუგბაია თანამდებობიდან გადადგა

ირაკლი ეზუგბაია თანამდებობიდან გადადგა

"საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია თანამდებობიდან გადადგა.

რკინიგზის ინფორმაციით, "საქართველოს რკინიგზის " გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე თხოვნით მიმართა სამეთვალყურეო საბჭოს. განცხადება დაკმაყოფილებულია.

"უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და ჩამოყალიბდა წარმატებულ კომპანიად. კომპანია დირექტორთა საბჭოს ფორმატში იმართებოდა. შესაბამისად, მე, როგორც გენერალური დირექტორი, პასუხისმგებლობას ვიღებ ყველა საკითხზე, ყველა გადაწყვეტილებაზე, რაც ამ წლებში დირექტორთა საბჭომ მიიღო.

მადლობას ვუხდი საქართველოს რკინიგზის ყველა თანამშრომელს და მენეჯმენტს, ერთად გატარებული წლებისა და იმ თავდადებისთვის, რითიც გამოირჩევა საქართველოს რკინიგზის თითოეული თანამშრომელი საკუთარი კომპანიის წარმატებისათვის ბრძოლაში. წარმატებას ვუსურვებ მათ. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს რკინიგზას.

მივმართავ ყველა თანამშრომელს, ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნამდე განსაკუთრებული სიფრთხილით იმოქმედონ, შეასრულონ საკუთარი მოვალეობები მშვიდად, რომ ზიანი არ მიადგეს კომპანიის საოპერაციო მართვასა და უსაფრთხოებას", - აცხადებს ირაკლი ეზუგბაია.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"