თეა წულუკიანი - "არ ვაპირებ მწვადის სახლისა და ლაზიკის აშენებას"

თეა წულუკიანი - "არ ვაპირებ მწვადის სახლისა და ლაზიკის აშენებას"

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის განცხადებით, მისი უწყება არ მიიღებს მონაწილებას ისეთ პროექტებში, როგორიც არის ლაზიკისა და მწვადის სახლების აშენება.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა ერთობლივ საკომიტეტო მოსმენაზე წულუკიანმა განაცხადა, კახეთში იუსტიციის სამინისტრო მწვადის სახლს აშენებს და ამ პროექტში მონაწილეობა უწყების მხრიდან აღარ გაგრძელდება.

მის განცხადებას იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა და განმარტა, რომ იუსტიციის სამინისტრო არავითარ მწვადის სახლის მშენებლობაში მონაწილეობას არ იღებდა.

ამასთან, თეა წულუკიანმა "ინტერპრესნიუსს" განუმარტა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებდა ლაზიკასთან დაკავშირებული პროექტებს და ასევე მწვადის სახლების მშენებლობას, შეიქმნა იუსტიციის სამინისტროსა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად. მისი თქმით მსგავს პროექტებში იუსტიციის სამინისტროს მონაწილეობა წარმოუდგენელია და მომავალში ეს არავითარ შემთხვევაში არ გაგრძელდება.

"მე არ ვაპირებ არც მწვადის სახლის და არც ლაზიკის აშენებას", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თეა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"