კუდ-ისა და სოდ-ის ფუნქციები შსს-ს სხვა სტრუქტურებზე გადანაწილდება

კუდ-ისა და სოდ-ის ფუნქციები შსს-ს სხვა სტრუქტურებზე გადანაწილდება

შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი გაუქმდება, მათი ფუნქციები კი სხვა სტრუქტურებზე გადანაწილდება. ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, რეფორმის გეგმა ასეთია: კუდ-ის ფუქციები გადანაწილდება ანტიტერორისტულ ცენტრს, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტსა და კონტრდაზვერვას შორის.

სოდ-ს ფუნქციებს კი კრიმინალური პოლიცია და კონტრდაზვერვის დეპარტამენტი გადაინაწილებენ.

ამასთან, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, აღნიშნული გეგმა ესახება შს სამინისტროს დეპოლიტიზაციის საშუალებად.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე დაგეგმილი არ არის შს სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოცალკევება და მისი ცალკე უწყებად ჩამოყალიბება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში კოალიცია "ქართული ოცნება" აღნიშნულ საკითხს განიხილავს.

ამასთან ირაკლი ღარიბაშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ უწყების ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები და ცვლილები კადრების გადინებას არ გამოიწვევს.

ამასთან, "ქართული ოცნების" სამთავრობო პროგრამაში - "ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის" - აღნიშნულია, რომ შს სამინისტროს სისტემიდან სახელმწიფო უშიშროების სამსახურები გამოიყოფა და შეიქმნება ერთიანი, დამოუკიდებელი უსაფრთხოების სამსახური ახალი შინაარსით, სტრუქტურითა და ფორმით.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა