საქართველოს პარლამენტში სათათბირო დარბაზის კარის გაღება ტექნიკური ჯგუფის ჩარევის შედეგად მოხერხდა და დავით ნარმანიაც საკომიტეტო მოსმენას ესწრება.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ქუთაისიდან იუწყება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ დარბაზში შესვლა შეძლო და ამ წუთებში მას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.
პარლამენტში საკონფერენციო და სათათბირო დარბაზებში დამონტაჟებულ კარებებს პრობლემები ექმნება. ისინი იკეტება, გაღება კი პრაქტიკულად შეუძლებელია.
უშედეგოდ სრულდება კარის ძალისმიერი მეთოდით გაღების მცდელობა, რადგან ამ პროცესში კარებს სახელური სძვრება. ამ მიზეზით დავით ნარმანია კომიტეტის სხდომაზე შესვლას ვერ ახერხებდა.