ბიძინა ივანიშვილი - იუსტიციის სახლი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ახირებაა

ბიძინა ივანიშვილი - იუსტიციის სახლი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ახირებაა

იუსტიციის სახლი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ახირებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ბიძინა ივანიშვილმა უმცირესობის წევრის , გიორგი ვაშაძის კითხვაზე - "რა აზრისაა ბიძინა ივანიშვილი იუსტიციის სახლზე და იმ რეფორმებზე, რომლებიც ქვეყანაში განხორციელდა?" პასუხის გაცემისას განაცხადა. მისივე თქმით, იუსტიციის სახლი კარგია, მაგრამ ის საერთო სქემიდან ამოვარდნილია.

"პრიორიტეტები არასწორად არის განსაზღვრული. კარგია პრეზიდენტის სასახლე, იუსტიციის სახლი რომ აშენდა, მაგრამ ეს ყველაფერი სინქრონში და ბალანსში უნდა იქნეს მოყვანილი. ბევრი რამ გაცილებით პრიორიტეტულია ვიდრე იუსტიციის სახლი. ვერც ერთ მოქალაქეს ვერ გააჩერებთ საქართველოში, რომელიც იჩივლებს, რომ იუსტიციის სახლი რომ არ არის საქართველოში ამიტომ ვართ ამ დღეშიო. მოქალაქეებმა არც კი იციან როგორ გამოიყენონ. იუსტიციის სახლი აშენდა, მაგრამ ისეთი სახლებია საქართველოში, რომ ავარიულობის გამო რომ შეხვიდე, შეიძლება ვეღარ გამოხვიდე. ასეთია თქვენი რეფორმები და ასეთია თქვენი პოლიტიკა", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს წინა მთავრობას რეალურად ორი რეფორმის განხორციელება გამოუვიდა სწორად, ოღონდ ისიც შემთხვევით.

"ეს გახლდათ ერთიანი ეროვნული გამოცდების და პატრულის რეფორმა. ევროპელები როდესაც მეკითხებოდნენ, რამდენად არის ქართველი ხალხი მენტალობით ახლოს ევროპასთან, მე ეს ორი მაგალითი მომყავდა ყოველთვის და ვამბობდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევით გამოუვიდა ხელისუფლებას, მოსახლეობამ სწრაფად აიტაცა და სწორად შეაფასა. თუმცა, პატრულის და პოლიციის პოლიტიზება მოხდა საბოლოოდ. პატრულისგან განსვავებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ბოლომდე დამახინჯება ვერ მოასწრეს. იქაც პროცესები დაიწყო დამახინჯების, მაგრამ საბედნიეროდ ვერ მოასწრეს. სხვა რეფორმები ჩემთვის ანეკდოტურია", - აღნიშნა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა